29 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს 

გამკაცრებული შეზღუდვებით აღნიშნეს ახალი წელი მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აბსურდული ბრალდებით დაკავებული ადამიანები ისევ უკანონო პატიმრობაში რჩებიან ცხინვალში.

მათი დაბრუნების იმედს ოჯახის წევრები არც 2021-წელს კარგავენ. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ოკუპნატების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა, გატაცებულის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია რადგან ზაზა გახელაძე უკვე 6 თვეა რაც გატაცებულია.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ წეროვანში საზეიმო განწყობა არ არის.

"წეროვანში, როგორც მთელს მსოფლიოში პანდემიის გამო ნაკლებად გვაქვს საზეიმო განწყობა. თუმცა იმედი რომ არ გვქონდეს უკეთესი მომავლის ღმერთმა დაგვიფაროს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ გორშია ჩაკეტილი, ვისი ოჯახის წევრებიც სხვა სოფლებში არიან, მათ ისევ არ აქვთ გადაადგილების საშუალება"- ნუგზარ თინიკაშვილი.

დღის ამბები