29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ერთ საათში მოლებში ვაჭრობა ისევ აიკრძალება - სავაჭრო სექტორი ფუნქციონირების განახლებას 15 იანვრიდან ელოდება

2 იანვარი სავაჭრო ცენტრებისთვის ბოლო სამუშაო დღეა. ხვალიდან მოლები ისევ დაიხურება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ რეგულაციების გამკაცრება, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, სწორი გადაწყვეტილებაა. ისინი ამ სიტუაციაში ონლაინ ვაჭრობის მომხრეები არიან. 

რაც შეეხება მოლების წარმომადგენლებს, ისინი აღნიშნავენ, მათთვის ფუნქციონირების შეწყვეტა შემოსავლის შეწყვეტას ნიშნავს. 

"ჩვენთვის ფუნქციონირების შეწყვეტა ნიშნავს ავტომატურად შემოსავლის შეწყვეტას. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ შეზღუდვების დაწესება, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ განაპირობა," - აცხადებს "გალერეა თბილისის" კომუნიკაციების მენეჯერი ქეთი ახობაძე.

"თბილისი მოლის" მარკეტინგის მენეჯერი კი აღნიშნავს, რომ წინასაახალწლო დღეებში წესების მიხედვით მუშაობდნენ და ამ კუთხით შენიშვნა არ მიუღიათ. 

"რეგულაციების მიხედვით ვიმუშავეთ ეს პერიოდი, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებიც საკმაოდ კარგად იცავდნენ წესებს, ამის თაობაზე შენიშვნა არ მიგვიღია. ხვალიდან კი ვიკეტებით და ველოდებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა რეჟიმში გავიხსნებით 15-დან," - აღნიშნავს "თბილისი მოლის" მარკეტინგის მენეჯერი ნატა გოგოლაძე.

დღის ამბები