29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
თელავში სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს დაკავებული აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თელავში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაკავებული მოძრაობა "საქართველოს" წევრი გივი ცინცაძე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

თელავში, დღეს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო რაც სამოქალაქო აქტივისტებმა თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს და კარავი გაშალეს, რასაც სამართალდამცველებსა და მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები პოლიციის უფროსთან შეხვედრას და 1 იანვარს მომხდარ ფაქტზე დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. მათი მტკიცებით, გუშინ დილით ორი პირი ავტომანქანით ცდილობდა კარავში შეღწევას, რა დროსაც დაზიანდა კარავი და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს. 

 

დღის ამბები