საფრანგეთში უკანონოდ გამართულ წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 3 სამართალდამცველი დაშავდა. სამართალდამცველები შეკრებილების დაშლას შეეცადნენ, რა დროსაც მოქალაქეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, სხვადასხვა საგნები ესროლეს და პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
წვეულებას 2500 პირი ესწრებოდა. ადგილობრივი სამართალდამცველთა ცნობით, წვეულების მონაწილეებს შორის გაერთიანებული სამეფოს და ესპანეთის მოქალაქეებიც იყვნენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთში შეკრება იკრძალება. ქვეყნის მასშტაბით საღამოს 8 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც მოქალაქეებს დილის 6 საათამდე სახლიდან გასვლას უკრძალავს.