29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ჟოფრეი დე პეირაკის როლის შემსრულებელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჟოფრეი დე პეირაკის როლის შემსრულებელი რობერ ოსეინი 93 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

სიკვდილის მიზეზად COVID-19-ით გამოწვეული გართულებები სახელდება. რობერ ოსეინი 20-ზე მეტი ფილმის ავტორია, როგორც მსახიობს კი 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. საყოველთაო პოპულარობა "ანჟელიკას" ფილმში გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლმა მოუტანა.

ოსეინი თეატრშიც მუშაობდა. იგი 1970-1979 წლებში რეიმსის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელი იყო.

დღის ამბები