29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ნათია თურნავამ მოსახლეობას ახალი წელი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეჩეროდან მიულოცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ეწვია და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს 2021 წლის დადგომა პირადად მიულოცა.

ეს მინისტრის ერთგვარი ტრადიციაა, რადგან წინა წლებშიც ნათია თურნავა ახალ წელს აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში იმყოფებოდა.

"სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ, 2021 წელს, რომელიც ბევრად უკეთესი იქნება. მინდა, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. ახალ წელს გილოცავთ საქართველოს ელექტრო სისტემის მთავარი სადისპეჩერიდან საიდანაც იმართება ყველა ჩვენი ენერგეტიკული ხაზი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ოჯახი იყოს მომარაგებული ელექტრო ენერგიით. მიუხედავად ტარიფში ყველა ცვლილებისა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ეს ახალი მოცემულობა არც ერთმა ოჯახმა არ იგრძნოს," - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად ეროვნული სადისპეჩერო ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა და სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა.

 

 

 

დღის ამბები