29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ირანი ურანის 20%-ით გამდიდრებას გეგმავს

ირანი ურანის 20%-ით გამდიდრებას გეგმავს. ინფორმაციას BBC გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თეირანის განცხადებით, ურანის გამდიდრება "ფორდოუს" ბირთვულ ქარხანაში მოხდება. დადგენილება ქვეყნის პარლამენტმა უკვე მიიღო.

BBC -ის ცნობით, ირანმა ურანის გამდიდრების მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ გადაწყვიტა.

2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით, ირანი ვალდებულია, ურანის გამდიდრების მაჩვენებელი 4%-იან ზღვარზე შეენარჩუნებინა. როდის დაიწყებს ირანი "ფორდოუს" ბირთვულ ქარხანაში ურანის 20%-ით გამდიდრებას ამ ეტაპზე უცნობია.

ბირთვული ბომბის დასამზადებლად ურანის 90%-ანი გამდიდრებაა საჭირო.

 

 

დღის ამბები