30 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს

პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს მოუწოდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები დაიცვან. მან კიდევ ერთხელ აუხსნა მოქალაქეებს ე.წ. კომენდანტის საათის პირობები და მოუწოდა, მკაცრად დაიცვან ამოქმედებული შეზღუდვები. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც გადაადგილება აკრძალულია როგორც ფეხით, ასევე მსუბუქი ავტომობილით. კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

დღის ამბები