30 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას უზრუნველყოფს

შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობას უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, უწყების წარმომადგენლები მოქალაქეთა გადაადგილებას კონტროლს გაუწევენ.

"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ძალებთან ერთად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობა უზრუნველყო. აღნიშნული ძალები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს და ასევე თითოეული მოქალაქე გაივლის პირველად სკრინინგს.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები განუმარტავენ თითოეულ მოქალაქეს საკარანტინო რეჟიმის პირობებსა და შეზღუდვებს, ასევე მაქსიმალურად დაეხმარებიან მათ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები