30 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს - მას კვლევები უტარდება

კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. საავადმყოფოს ინფორმაციით, მას ცხელება და ხველა აღენიშნება.

როგორც თავად პაციენტი ამბობს, ის ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან, რომლებთანაც მუშაობა უწევს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი მოქალაქე თვითიზოლიაციაში არ ყოფილა. ამ წუთებში მას შესაბამისი კვლევები უტარდება და საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

დღის ამბები