ინტერნეტსივრცეში საქართველოს მოქალაქების პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა - ამ სათაურით გამოცემა ZdNet სტატიას ავრცელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები გამოქვეყნდა, თუმცა მონაცემთა ბაზა არ იყო განახლებული და სიებში მილიონამდე გარდაცვლილი ამომრჩეველის შესახებ ინფორმაციაც იყო.
უცნობია,ფორუმის მომხმარებელი, ვინც მონაცემები გააზიარა, არის თუ არა ის პირი, ვინც ეს ინფორმაცია მოიპოვა. ფორუმის მომხმარებლის განცხადებით, მან მონაცემები ცესკოს ოფიციალური საიტიდან მოიპოვა. უცნობია ინფორმაციის მოპოვება მოხდა თუ არა ძალადობრივი გზით პორტალზე, თუ ეს განხორციელდა მთავრობის ოფიციალური ანდროიდის აპლიკაციით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა ადამიანთა პერსონალური მონაცემების გაჟონვის. 2019 წლის აგვისტოში ჩილეს 14 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემებიც გასაჯაროვდა .