30 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის შეგრძნებას, დაიმუშავეთ ხელთათმანიანი ხელებიც - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, ექიმებმა და ყველა იმ პირმა, რომელიც ჰიგიენურ ხელთათმანებს ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს, ხელთათმანიანი ხელებიც სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშავოს.

მისი თქმით, ვირუსი გადადის არა კანით, არამედ მისი ცხვირისა და პირის არეში მოხვედრით, რაც ხელთათმანითაც სრულიად შესაძლებელია.

დღის ამბები