30 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ზუგდიდში ენმ-ამ ასეულობით ადამიანი შეკრიბა, სადაც მოქალაქეებმა დისტანციის დაცვა ვერ შეძლეს  

"ახალი ლიდერების ინიციატივითა" და "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და ადგილზე მისული ადამიანები დისტანციას ვერ იცავდნენ, რამაც პრობლემები შექმნა.

სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა. ადგილზე პოლიციელები იმყოფებოდნენ, თუმცა, არა ერთი მოწოდების მიუხედავად, რიგისა და დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.

აქციის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა. 

დღის ამბები