30 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს

აზიის განვითარების ბანკი "კოვიდ 19" -ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს - ამის შესახებ იყო საუბარი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის პრეზიდენტსა და ფინანსთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბრისას.

ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ორმაგ შოკს განიცდის, პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო.

ორგანიზაციის შეფასებით დარტყმა განსაკუთრებით რთული ტურიზმისა და მომსახურების სხვა სექტორებისთვის იქნება.

დღის ამბები