რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები 658-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID 19-ის 163 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე მეტი დაავადებული მოსკოვშია, სადაც უკვე დაფიქსირდა პირველი ორი მსხვერპლი. დედაქალაქში დაღუპულია 2 ადამიანი. გარდაცვლილები 88 და 73 წლის პაციენტები არიან, რომელთაც პნევმონია და სხვა პათოლოგიებიც ჰქონდათ.
ეს ოფიციალური მონაცემებია, თუმცა ისმის მოსაზრებები, რომ სავარაუდოდ კრემლი ინფორმაციას მალავს. კორონავირუსის გამო პუტინმა რეფერენდუმიც კი გადადო, რომელითაც ის კონსტიტუციაში ცვლილებებს და საპრეზიდენტო ვადის 2036 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავდა.
უკრაინის მთავრობამ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი 24 აპრილამდე გაახანგრძლივა და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 145 შემთხვევაა, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში. დაღუპულია 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1.