ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, თბილისის ქუჩების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება დაიწყო. პროცესი ღამით მიმდინარეობდა და ის კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებზე.
სპეციალისტების ინფორმაციით, პრეპარატი რომლითაც თბილისის ქუჩების დეზინფექცია ხდება ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. პროექტს დედაქალაქის მერია გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.