საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა. COVID-19 ამ დროისთვის ქვეყანაში 9 პაციენტმა დაამარცხა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მე-9 პაციენტს გუშინ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხიც ვირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა და კლინიკიდან მას სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.