ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად ათასი ტესტი გამოუყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ტესტები ქვეყანაში შემდეგი კვირიდან იქნება და იმ პიროვნებებს ჩაუატრდებათ, რომელთა შესახებ ეჭვი არსებობს.
"ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება უკვე საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმებით მოხდება იმ პიროვნებების სწრაფი ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს," - განაცხადა ტიკარაძემ.