საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის 23-ე დღეს მისი გავრცელების პრევენციისთვის შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს. დღეიდან სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო გზავნილების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება. ეს გადაწყვეტილება დღის ბოლოს ერონული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვირუსის შიდა გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შესამცირებლად მიიღეს.
გიორგი გახარიას თქმით, განიხილეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობაც, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ არის.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულებისკენ.