30 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ -გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესის მენეჯმენტი და მიდგომები უნდა შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე.

"ეს გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ სისტემა სრულად უნდა იყოს მზად პაციენტების გაზრდილი რაოდენობის მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა. ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს.

გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტის - ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ, დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სავაჭრო ობიექტებიდან, რესტორნებიდან და კიდევ სხვა ბევრი გადაწყვეტილებები, პენიტენციალურ სისტემაში სრულად იყო გადალაგებული მენეჯმენტი, მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა და შეზღუდვები - ოფისებში თანამშრომლების სიარულთან დაკავშირებით. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები უფრო იზრდება, შესაბამისად, მთავრობის პასუხიც იქნება მკაცრი,"- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დისკომფორტს იწვევდეს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

დღის ამბები