გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
ბრალდებული ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს, მათსავე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა და 2000 ლარი წაიღო.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.