კორონავირუსის გამო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი გადაიდო. ინფორმაციას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების რაუნდის გამართვის საკითხს COVID 19-თან დაკავშირებით მოვლენების განვითარების შესაბამისად განიხილავენ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი 31 მარტსა და 1 აპრილს უნდა გამართულიყო.