30 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ახლა ყველა სოლიდარულები უნდა ვიყოთ ხელისუფლების მიმართ - ნინო ბურჯანაძე კორონავირუსის საფრთხის შესახებ

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მან ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს და ყველა ექიმს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა სოლიდარობის გამოჩენა მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ.

მისივე თქმით, მწვავე ოპონირების რეჟიმი გადადის სხვა რეჟიმში, შესაბამისად შენიშვნები იქნება მაქსიმალურად საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დასმული.

ნინო ბურჯანაძემ ონლაინ რეჟიმზე გადასვლის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის და მისი თანაგუნდელები, ყველა საჭირო აქტივობაში აუცილებლად ჩაერთვებიან​.

"ახლა ჩვენ ყველა სოლიდარულები უნდა ვიყოთ ხელისუფლების მიმართ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის დასაცავად ღონისძიებები გაატაროს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები