კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთო-სათხილამურო კურორტები დროზე ადრე დაიკეტება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.