რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 პაციენტი რჩება. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათგან სამი პაციენტი ტემპერატურით რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო დანარჩენი სამი, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებათ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ექვსივე მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.