ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3100 გადაცდა, ფატალური შემთხვევების რაოდენობა კი 86-ს აღწევს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთის 4 ქალაქი: იგუალადა, ოდენა, სანტა მარგარიდა დე მონბუი და ვილანოვა დელ კამი- საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში 61 პირია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ბულგარეთი. გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა ნორვეგიასა და ინდოეთში. საბერძნეთში კი თეატრები, სავარჯიშო დარბაზები, ღამის კლუბები და სხვა დაწესებულებები დაიხურა.
ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს თურქეთში, ისრაელსა და საფრანგეთში.