30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება - გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული მოქალაქეები სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლიან

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განაცხადებით, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო საკარანტინო რეჟიმს გაივლის.

"მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის რეჟიმი, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების. მოგეხსენებათ ჩვენ უკვე დაწესებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან.

ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა, ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. 

გარდა ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შეიკავონ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამოდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე, გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას," - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები