30 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო კორონავირუსს შეძლებისდაგვარად უმკლავდება, თუმცა მთავრობას მოდუნების უფლება არ აქვს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდს შესაბამისი რეკომენდაციებს მოჰყვება.

მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების და თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისად ვიყოთ მზად ამ გამოწვევებზე საპასუხოდ.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს საზღვრებზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები