30 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძე შეარჩიეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძე დასახელდა - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

თავდაპირველი ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძესთან ერთად შალვა თადუმაძეც დასახელდა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა  ორი კანდიდატურიდან კენჭი მხოლოდ ნინო ქადაგიძეს უყარეს. 

საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ანა დოლიძემ კი, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ კომკიტეტში მოსმენისას უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეობის კანდიდატად შერჩეულმა ნინო ქადაგიძემ დეპუტატების წინაშე განაცხადა, რომ ის - "მოსამართლეობის ათკაციან სიაში ყოფნას იმსახურებდა".

დღის ამბები