30 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
თბილისში იქნება 7 მაჟორიტარული ოლქი, სამეგრელოში 3, ხოლო რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 1 - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარ დეპუტატებს საკუთარ კაბინეტში ხვდება. სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძე და უმრავლესობის მაჟორიტარები ოპოზიციასთან შეთანხმებული სისტემის დეტალებს განიხილავენ. შეხვედრაზე იმყოფებიან ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებიც.

2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთავარი საკითხი საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენაა. როგორც "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას გათვალისწინებული იქნება ევროსაბჭოს რეკომენდაციები. მისივე თქმით, თბილისში არსებული 22 მაჟორიტარული ოლქიდან დარჩება 7, სამეგრელოში იქნება 3 მაჟორიტარული ოლქი, ხოლო რუსთავს, ქუთაისსა და ბათუმს თითო-თითო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება.

"ვფიქრობთ, რომ თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება; ფოთის შემთხვევაში, საჭირო გახდება დამატებით 2 მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ყველა შემთხვევაში, იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ. რეალურად, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც გადახრა არ უნდა აღემატებოდეს, როგორც წესი, 155-ს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ლადო კახაძის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი, შესაძლოა, კრწანისის ან ვაკის მაჟორიტარულ ოლქებს შეუერთდეს.

დღის ამბები