30 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა - ქალს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

ახალგაზრდა ქალი დაჭრეს ხაშურში. მედიკოსების განცხადებით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, კერძოდ, შემავალი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აღენიშნება.

ქალს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეუღლემ დაჭრა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ხაშურის ცენტრში მოხდა.

დღის ამბები