30 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც კონკრეტულ საქმეებზეა დაკავებული - კახა კალაძე

"ადამიანი, რომელიც 50 მილიონს იპარავს, უხერხულია დაარქვა პოლიტპატიმარი, უბრალოდ, უხერხულია" - ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავას შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს და გიგი უგულავას ბრალეულობასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები და ვიდეოკადრებიც არსებობს. 

"ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არის დაკავებული კონკრეტულ საქმეებზე. ადამიანი, რომელიც 50 მილიონს იპარავს, უხერხულია დაარქვა პოლიტპატიმარი, უბრალოდ, უხერხულია. თქვენც, მე მგონია, რომ გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, ამის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეოკადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, საუბარი პოლიტპატიმრებზე, გიგი უგულავასთან მიმართებაში, ძალიან უხერხულია. მართლა იმ პატიმრებთან მიმართებაში, რომლებიც პატარა დანაშაულზე იხდიან სასჯელს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

დღის ამბები