30 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. 

გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულმა კლინიკას მაღალი ტემპერატურით გუშინ თავად მიმართა, ჩატარებული კვლევების მიხედვით მას კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ბოქსირებულ კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი კლინიკური მკურნალობა დაწყებულია.

"ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას, თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, მეოთხე დადასტურებული შემთხვევა წინა სამ ფაქტთან შედარებით,  მეტად საყურადღებოა.

 

 

დღის ამბები