30 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ზოგიერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგას ჰგონია, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა და აუცილებელია მასთან ბრძოლისთვის მთავრობა არ მოდუნდეს.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

"საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ ის შედეგები, რომელსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გლობალური გამოწვევაა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და კიდევ უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა ერთობლივი ბრძოლის.

ჩვენ ვალდებულები ვართ მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, ვიდრე ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პოლიტიურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები