30 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეკონომიკურ ზრდაზე კორონავირუსის ზემოქმედებას მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს - პრემიერი

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ კორონავირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რათა ვირუსის ზემოქმედებას მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდაზე.

"დროებითი უწყებათაშორისი საბჭო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიურ მუშაობას აგრძელებს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალურ-ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკრო-ეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს.

ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა. ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება პირველ რიგში, ტურისტულ დარგს და ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ზეგავლენა იყოს მინიმიზირებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

დღის ამბები