იტალიაში, მარტის შუა რიცხვებამდე, ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დაიხურება. BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო.
ქვეყანაში კორონავირუსის 2260 შემთხვევაა დაფიქსირებული, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირების 20-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
დაავადებულებს შორის საქართველოს მოქალაქეც არის.