ლეკვი საჩუქრად - სომხეთის პრემიერ-მინისტრს მისმა ქართველმა კოლეგამ კავკასიური ნაგაზის ლეკვი - ბომბორა გადასცა. ნიკოლ ფაშინიანმა საჩუქრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გაავრცელა.
სომხეთის პრემიერისა და მისი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ის გუშინ საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც შეხვდა.
ფაშინიანის რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტის საქართველოში დღეს დასრულდება.