3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, 8 საეჭვო პაციენტი და დანარჩენი უარყოფითი პასუხი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა 3 მარტისთვის.
რამდენიმე საათში ცნობილი გახდება იმ პაციენტების ტესტების პასუხები, რომელთაც კორონავირუსზე კვლევა ღამით ჩაუტარდათ.
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 26 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.