კორონავირუსთან ბრძოლის გზები განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრის დროს.
მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ხვალ ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ვიდეოკონფერენციაც გაიმართება.
"მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამოსავლებზე და შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ხვალ შედგება ვიდეოკონფერენცია, სადაც ჩინელი ექიმები ქართველ კოლეგებს თავიანთ გამოცდილება გაუზიარებენ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
"შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რადგან ერთობლივად შევძლოთ ვირუსთნ ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორობა. ჩვენს ექიმებს პირველად ჰქონდათ შეხება, შესაბამისად პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინელ და ქართელ ექიმებს შორის ხვალ ვიდეოკონფერენციაც გაიმართება, რადგან ქართველმა მედპერსონალმა პირველი ხელისგან მიიღოს ინფორმაცია,"- აღნიშნა ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა.