30 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ბავშვებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას, შესაძლოა, აცრები განაპირობებდეს - ივანე ჩხაიძე

კორონავირუსი, მსოფლიო მასშტაბით, ბავშვებს ყველაზე იშვიათად ემართებათ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ 20 წლამდე მოსახლეობის სულ ორი პროცენტია დაინფიცირებულთა ჩამონათვალში. ჩხაიძის თქმით, არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ბავშვებში ვირუსის დაბალი გავრცელება სავალდებულო ვაქცინაციით შეიძლება იყოს განპირობებული. 

"შესაძლებელია, პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებდეს იმუნიზაცია. ანუ, ის აცრები, რომლებიც ტარდება ბავშვთა ასაკში, იცავს არა მხოლოდ იმ ინფექციის საწინააღმდეგოდ, რომლის საწინააღმდეგოდაც აცრა უკეთდება, არამედ სხვა და მათ შორის - კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც გამოჩნდა ეფექტი," - აღნიშნა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ვირუსის შემთხვევები, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან შემცირდება, რადგან მიიჩნევენ, რომ კორონავირუსისთვის დაბალი ტემპერატურაა ხელსაყრელი. 

"ტემპერატურა და ტენიანობა მოიმატებს წვიმის გამო და შესაძლებელია, გაზაფხულზე ვირუსების რიცხვი შემცირდეს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები