სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 51 წლის მამაკაცი გადაიყვანეს, რომელსაც შემოწმების დროს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
მედიკოსების თქმით მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო ლაბორატორიული კვლევის პასუხი იმის შესახებ, აქვს თუ არა პაციენტს კორონავირუსი, დღეს გახდება ცნობილი.