30 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
კორონავირუსი რიცხვებში - როგორია დაინფიცირებულთა სტატისტიკა მსოფლიოს მასშტაბით

COVID 19 სწრაფად ედება მთელ მსოფლიოს, თუმცა იმატებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ვირუსმა 58 ქვეყანაში შეაღწია.

ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, მთელ მსოფლიოში კორონავირუსით სულ 83 906 ადამიანი დააავადდა,
თუმცა აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 36 861, ანუ 93%.
COVID 19-ის გავრცელების დღიდან 2 869 ინფიცირებული დაიღუპა, რაც 7%-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ინფიცირებულია 44 176 ადამიანი. აქედან 82% - ანუ 36 087 შემთხვევა საშუალო და მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ხოლო დაავადების მწვავე ფორმა აქვს 18 %-ს, იმავე 8 089 ადამიანს.

რაც შეეხება ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილ შემთხვევებს, ქვეყნების მიხედვით ასეთი მდგომარეობაა:

COVID 19-ის ინფექციის წყაროში, ჩინეთში: +335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
ყველაზე მეტი გამოვლინდა დღეს სამხრეთ კორეაში: +571;
იტალიაში სულ 705 დაავადებულია, დღეს იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა;
ირანში დაავადებულთა რიცხვს დაემატა +143 ინფიცირებული;
იაპონიაში +12 ადამიანი;
გერმანიაში მარტო დღეს +11 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი;
საფრანგეთში +3 პაციენტი;
ესპანეთში +8;
შვეიცარიაშიც ასევე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა: ბოლო 24 საათში იქ 7 ადამიანის დადებითი პასუხია;
ხორვატიას დაემატა +2 ინფიცირებული;
საბერძნეთს + 1;
და ისრაელს ასევე +1.

საქართველოს გარდა, სადაც დღეს კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში თითო-თითო ინფიცირებული ჰყავს ესტონეთს, ლიეტუვასბელარუსს და აზერბაიჯანს.

დღის ამბები