ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გუშინ გატაცებული მამაკაცი 30 საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ელდარ გუნდიშვილი დე ფაქტო რეჟიმს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ჰყავდა მოთავსებული.
ის ამ წუთებში პოლიციას შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაჰყავს.
შეგახსენებთ, 66 წლის ელდარ გუნდიშვილი რუსეთის ოკუპანტებმა გუშინ იმ დროს დააკავეს, როცა ის სოფელი აძვის განაპირას, საკუთარ ბაღთან შეშას აგროვებდა.