აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ამასთან, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს აჭარის მაუწყებელს, ნინო ხაჟომია აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ, 24 თებერვალს დანიშნეს.
ამასთან, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.
ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.