კიდევ ერთი არაფორმალური შეხვედრა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევამდე - ამჯერად შეხვედრას გერმანიის ელჩის რეზიდენცია უმასპინძლებს. არაფორმალურ შეხვედრაზე ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
"ქართულ ოცნებას" არც ერთ არჩევნებში არ მიუღია 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა და არც ამჯერად მიიღებს. თუ ეს არის მთავარი და პრინციპული მოთხოვნა ამ არჩევნებზე შეთანხმების მისაღწევად, რომ 40%-ზე მეტი მხარდაჭერით დააკომპლექტოს გამარჯვებულმა პარტიამ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ასე იქნება. ჩვენ ისედაც ამას ვფიქრობდით. რაც შეეხება პროპორციებს, მიგვაჩნია, რომ 100/50-ზე არის ლოგიკური განაწილება.
ასევე, 40-დან 50 მაჟორიტარამდე ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია გეოგრაფიულად და ადმინისტრაციულად, საარჩევნო ოლქებზე გადანაწილდეს. უფრო ნაკლები რაოდენობა იწვევს ისეთი მუნიციპალიტეტების ხელოვნურ წარმოდგენას, რომლის წარმოდგენაც არჩეულ მაჟორიტარს ძალიან გაჭირდება," - აღნიშნა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ შეხვდრაზე შესვლამდე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და მათ, არჩევნებთან და დიალოგთან დაკავშირებით, მსგავსი პოზიციები აქვთ.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან დღემდე აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის საელჩო, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება, ერთ პოზიციაზე არიან - დიალოგი უნდა დასრულდეს კონკრეტული შედეგით. ველოდები, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.