30 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
ზვიად კუპრავა ცემის ფაქტზე უკვე გამოიკითხა

ზვიად კუპრავა ცემის ფაქტზე გამოიკითხა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

პოლიცია საქმეს ჯგუფური ძალადობის მუხლით სწავლობს.

კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ. ახლობლების ინფორმაციით, მას თავს ორი მამაკაცი დაესხა.

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ თავდასხმა ჯგუფური იყო.

"ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჯგუფის მიერ. პირველ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მათ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც წყობიდან გამოვედი. შემდეგ კასტეტს მირტყამდნენ. ბუნებრივია, ამ ადამიანების ამოცნობა შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ისინი პირველად ვნახე,"- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები