გორის პროკურატურასთან ხმაური იყო. ადგილზე 2018 წელს ავარიაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
ისინი საქმის ობიექტურად გამოძიებას და რეალური დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასჯელს 1 პირი იხდის, ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და ფიქრობს, რომ 18 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი არ არის და ის მოკლეს.
"როცა მინდოდა შეხვედრა და ჩემი სიმართლის დამტკიცება, მაშინ არ შემხვდით," - მიმართა თორნიკე მერებაშვილის მამამ პროკურორს.
თორნიკე მერებაშვილის დედის თქმით კი, საქმე გაყალბდა და პროკურორმა დასკვნაში ტყუილი დაწერა, თითქოს მის შვილს არც ერთი ნეკნი არ ჰქონდა გატეხილი.