30 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი 31 წლის ქალია - მას დაავადების სიმპტომები არ გამოვლენია

კორონავირუსით დაავადებული ქალი 31 წლისაა და ის იტალიაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტურისტული ჯგუფი მოგზაურობდა იტალიის იმ ქალაქებში, სადაც COVID-19-ის რისკი ნაკლებია, თუმცა, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, იტალიაში კორონავირუსით დაავადების რისკი თითქმის ყველგან მაღალია. 

"პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არანარი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება, მაგრამ ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებულია, რაც ნიშნავს, რომ ის დაავადებულია.

კორონავირუსის ინფექცია,  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს წარმოდგენა რომ მძიმე მიმდინარე ინფექციაა, სინამდვილეში 80%-ში მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით და ხშირად  უსიმპტომოდაც კი," - აღნიშნავს ცერცვაძე. 

კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში დღეს დადასტურდა. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაახლოებით 6 ადამიანის მოძიება, ვისთანაც ინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა. 

დღის ამბები