საქართველოში კორონავირუსის მეორე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
"ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. გუშინ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. წყაროს წარმოადგენს იტალია, ანუ არის ისტორია იტალიაში მოგზაურობის. არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.