ზვიად კუპრავაზე მომხდარ თავდასხმაში ხელისუფლების ოპოზიცია ხელისუფლების ინტერესს ხედავს. "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი დარწმუნებულია, რომ ცემის ფაქტი გამოუძიებელი დარჩება და საჭირო ქმედებები იქამდე არ გატარდება, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში იქნება.
"ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს ასეთი ქმედებების გამო. ეს არის წახალისება ძალადობისკენ, ეს ქმნის ზოგადად ძალადობრივ ფონს მთელ საზოგადოებაში და შემდეგ ეს გამოიხატება კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაში. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ პასუხს აგებს ვინმე წუხანდელი თავდასხმის გამო, მაგრამ აუცილებლად, პასუხისგება ყველა ასეთ ქმედებას მოყვება მაშინ, როდესაც ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში,“ - განახადა ირმა ნადირაშვილმა.